Saturday, October 26, 2013

III სასწავლო დღე – 26 ოქტომბერი


 III  ტრენინგი ჩატარდა 26 ოქტომბერს.ტრენინგზე გავაგრძელეთ მე–2 მოდულის საკითხებზე მუშაობა.ვიმუშავეთ პროექტებზე სტანდარტების მოთხოვნების გათვალისწინებით და იმ საკვანძო კითხვების ფორმულირებაზე,რომელიც მოსწავლეს,მუშაობის პროცესში,გარკვეულ მიმართულებას აძლევს და ხელს უწყობს ჩრთულობის ხარისხის გაზრდას.

Sunday, October 20, 2013

I სასწავლო დღე – 19 ოქტომბერი
მოდული I – პროექტებით სწავლება
       

      ტრენინგის ძირითადი საკითხები იყო
1) გავეცანით კურსის მონაწილე მასწავლებლებს და ტრენერს გვანცა სალიას;
2) გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის მიზანს: როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ყველაზე ეფექტური გამოყენება სწავლის პროცესის ხელშეწყობისათვის და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად?

        პროექტებით სწავლების ძირითადი აქტივობები ასეთია:
1) შესავალი ნაწილი,ღონისძიებები ეფექტური დაგეგმვა;
2) პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე,
2) გამოცემის მომზადება,რეფლექსია,
3) დაგეგმვის პროცესის დაწყება და ბიბლიოგრაფია.



II სასწავლო დღე – 20 ოქტომბერი
მოდული II - სასწავლო პროექტის დაგეგმვა


        სასწავლო პროცესის დაგეგმვის ძირითადი აქტივობები:
1) გეგმაზე მუშაობა სტანდარტების გათვალისწინებით;
2) მოსწავლეთა ჩართულობის მიზნით მიმართულების მომცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება,შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა,შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად;
3) პრეზენტაციის მომზადება პროექტზე.